
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის რადაში დასრულდა კენჭისყრა - დეპუტატებმა მთავრობის მუშაობა შეაფასეს. 247 დეპუტატი მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობა და საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის გენერალური პროკურორი შოკინი შვებულებაში გავიდა, რითაც მოსალოდნელი გადაყენება თავიდან აიცილა. იური ლუცენკომ, დეპუტატმა პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან, კენჭისყრამდე სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა დეპუტატებს. უკრაინის პრეზიდენტმა კი შოკინს გადადგომა, ხოლო მთავრობას მთლიანად ხელახლა ფორმირება ურჩია. შეგახსენებთ, ორემიერმინისტრ იაცენუკის გადადგომას უკვე დიდი ხანია ითხოვს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.