ბარსელონაში საქართველოს მოქალაქემ პოლიციელს ესროლა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წარსულში ნასამართლევია და სასჯელს რუსეთის ერთერთ ციხეში იხდიდა, მისი შემოწმების მცდელობის დროს ბარსელონაში პოლიციელს მუცელში ესროლა და მიმალვა სცადა, რა დროსაც დააკავეს. 

>>>

სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

>>>

"გირჩი": კოალიცია დაიშალა, პოლიტიკური ლანდშაფტი კი - ძირეულად შეიცვალა

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ (კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას) პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა. "აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს "გირჩის" განცხადებას:

>>>

"სად იყავი დღეს, ქართულო კინო?" - ნანა მჭედლიძის დაკრძალვამ კინოელიტის გარეშე ჩაიარა

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს, რომ ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის დაკრძალვამ ქართული კინოსა და ინტელიგენციის წარმომადგენლების, ასევე ხელისუფალთა გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტი ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულ მსახიობებსა და გარდაცვლილი რეჟისორის კოლეგებს აკრიტიკებს.

>>>

თინა ხიდაშელი: "დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოჰკრა..."

თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი 31 მარტს დაანონსებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვიდეო პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავდა. 

>>>

"გირჩის" ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ხელი 25-მა დეპუტატმა მოაწერა

დღეს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა "გირჩის" ინიციატივა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

>>>

ოდესაში პროკურატურის შესასვლელი საბურავებით ჩახერგეს - მაიდანი იწყება

ოდესაში გვიან ღამით დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა, ოლქის პროკურატურის შესასვლელი საბურავებით ჩახერგა და მიმდებარედ კარვები დასცა. 

>>>

უკრაინაში, ბანჩენის ეპისკოპოსმა ლონგინოზმა რუსეთის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ბანჩენის ეპისკოპოსმა ლონგინოზმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა რუსეთის პატრიარქ კირილესთან და შეწყვიტა მისი მოხსენიება.

>>>

განმუხურის სანაპირო ზოლისა და ბულვარის ნაწილი გაიყიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

>>>

EBRD-სა და "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო „რუსთავის აზოტი„ აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საწარმოში ასევე მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?