"ეგეთი მძაფრი ზიზღის გრძნობა მას შემდეგ მხოლოდ 2008-ში მქონდა..." - ზურა ჯაფარიძე და გირჩელები 9 აპრილის მემორიალთან

Image

,,ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ლიდერები და წევრები გუში, ღამის 12 საათზე 9 აპრილის მემორეალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 

,,9 აპრილი, ერთის მხრივ ტრაგიკული, ხოლო მეორეს მხრივ, უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აქ, ამ ადგილას, გასული საუკუნის 90იან წლებში წყდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი. აქ, ამ ადგილას, ადამიანებმა გასწირეს სიცოცხლე, რათა ჩვენ დღეს გვქონოდა დამოუკიდებლობა" - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

მანამდე მან 9 აპრილის პირადი განცდები "ფეისბუქზე" გაიხსენა: 

 

 

"89 წლის 9 აპრილს, დაახლოებით ამ დროს მამაჩემს ვთხოვე სახლში წავიდეთქო, მთელი დღე ველოსიპედზე ვიკატავე და კუნთები მტკიოდა.

 

 

ჩემ ძმას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ჩემმა დაჟინებამ გაჭრა. ბიძაჩემი დარჩა. შემდეგ მახსოვს დილის 6-ისთვის დედაჩემის კივილი, რუსებმა ხალხი დახოცესო;

 

 

7-ისთვის მახსოვს სადარბაზოს კიბეებზე სისხლიანი ბიძაჩემი, ნიჩბებით დაჩეხეს ხალხიო; ხელებზე თითები ჰქონდა გადატყავებული, ქვაფენილის ფილები ავყარეთ და ვესროდითო...

 

 

შემდეგ მახსოვს ’ბეტეერი’ მრგვალ ბაღთან, ზედ შემომჯდარი სიგარეტიანი სამხედროებით, ეგეთი მძაფრი ზიზღის გრძნობა მას შემდეგ მხოლოდ 2008-ში მქონდა..." - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !