
ჯგუფ "მგზავრების" სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა სანკტ-პეტერბურგში 9 აპრილს გამართულ კონცერტზე გამოაცხადა, რომ 1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული მიტინგები არმიამ დაარბია. ჯგუფმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი გმირების ხსოვნას.
დედალამაზიშვილის ამ გამოსვლის დროს დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშები ფრიალებდა. ქართულენოვანი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა დადებითად შეაფასა "მგზავრების" ეს ნაბიჯი, ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ იქ "ოკუპაცია" და "ოკუპანტი" არ იყო ნახსენები.
კონცერტმა გადაჭედილ დარბაზში ჩაიარა. ყველა ბილეთი 9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გაყიდული. "მგზავრები" რუსეთში ტურნეს ისევ აგრძელებენ. მათი კონცერტები დონის როსტოვში, ეკატერინბურგსა და ჩელიაბინსკშია დაგეგმილი.