"გესვრი!" - ამ სიტყვებით მიიწევს წინ სირბილით იარაღმომარჯვებული პოლიციელი ბაიკერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სპონტანურად გაიმართა. შეგახსენებთ, ავტოავარია მარცხენა სანაპიროზე მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, იმ დროს, როცა პოლიციის მანქანა მოტოციკლეტს მისდევდა.
ე.წ. მატროსოვის ციხესთან საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი. ბრიფინგი 25 ივნისს, 11 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელისა" (INCD) და "ახალი ხედვა საქართველოს" (NVG) წარმომადგენლებმა უთხრეს.
ზაზა ბიბილაშვილმა ახალი პროექტი "ანგარიში ივანიშვილს" წარმოადგინა. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. "ჩვენ აღვრიცხავთ ფაქტებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ვერ აღწევს ფართო საზოგადოების ყურამდე", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
28 ივნისს 19:00 სთ-ზე " ვაჟა-ფშაველას" სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ბოშები“ ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობას ღებულობს "აზდაკის ბაღის“ დასის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოხალისე მსახიობები . რეჟისორი და იდეის ავტორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი გახლავთ.
„ახალ პოლიტიკური ცენტრი - გირჩი-ს“ დამფუძნებელი, ვახტანგ მეგრელიშვილი განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას წერილით მიმართავს.
44 წლის "კანონიერმა ქურდმა" დავით გერლიანმა, იგივე "დათო სვანმა", რომელიც უკრაინიდან დეპორტაციას დაუქვემდებარეს და თბილისში გადმოაფრინეს, საქართველოს დედაქალაქის აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა. თბილისში მისი ჩამოფრენა და აეროპორტის დატოვება "რუსთავი-2"-ის კამერამ გადაიღო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები "რუსთავი-2"-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, როცა ოპერატორი და ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჩიორა თაქთაქიშვილთან. ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია.
"1924 წელსაც ყოფილა მსგავსი წყალდიდობა, მაგრამ დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღევანდელ პირობებში როცა ასეთი რამ ხდება, ეს მეტყველებს იმქაზე, რომ არ ვარგა მთავრობა", - ამბობს მანანა ბახია, 2015 წლის 13 ივნისს, წყალდიდობის დროს ტრაგიკულად დაღუპული დების - ინდირა და ლიზი ზარანდიების დედა.
13 ივნისის სტიქიის დროს, მაშინ, როცა უამრავი ადამიანი თბილისში, ახალ გზაზე მოვარდნილ ღვარცოფს ებრძოდა, ხოლო ვერეს ხეობაში, დატბორილი სახლებიდან ადამიანები ითხოვდნენ შვებას და იქ მაშველები ვერ მიდიოდნენ, ტრაგედიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ასეთ პირობებში სამაშველო საქმიანობისთვის გამოსადეგი ორი ფრანგული ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ იდგა.
"ნუ ნერვიულობთ, ჩემებო, ყველაფერი კარგადაა, წარმოიდგინეთ, ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, სადაც ის ამბობს, რომ თავისი ყურით გაიგონა, როგორ უთხრა თინა ხიდაშელმა აფხაზებს, აფხაზეთის დაბრუნება არ მაინტერესებსო.