პორტუგალიის ნაკრებმა დამატებით დროში, 109-ე წუთზე ედერის მიერ გატანილი გოლის წყალობით ევროპის ჩემპიონატის ფინალში "პარკ დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დანიშნული რეფერენდუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩაიშალა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 1% გამოცხადდა.
რუსეთ საქართველოს შორის ბოლო პერიოდის ყველა ომის ვეტერანი რუსი მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი, რომელიც სირიაში ჩამოაგდეს, ასევე მისი მეწყვილე, ლეიტენანტი ევგენი დოლგინი სიკვდილის შემდეგ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპანია "იკანოს" მიერ პოლიფონიაში შესრულებული "ნირვანას" ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დედაზე დაყრდნობით, "პირველი რადიო" ავრცელებს.
უკრაინელმა ათლეტმა ქალმა, 21 წლის ნატალია პრიშჩეპამ თავი გამოიჩინა ნიდერლანდებში, ამსტერდამში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში და უკრაინის ნაკრებს პირველი ოქრო მოუპოვა.
1000 გამოკითხული რესპონდენტიდან 307, ანუ 30,7% მიიჩნევს, რომ „ბაქრაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და მთავრობას დააკომპლექტებს.
სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე, მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი სირიაში, რუსული მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს, როცა ის უახლესი რუსული სამხედრო ვერტმფრენით Ми-35-ით სამხედრო დავალებას ასრულებდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ასახულია, როგორ აყენებს შეურაცხყოფას "ნიკორას" კონსულტანტს რადიო "აფხაზეთის ხმის" დიჯეი მერსი სულხანიშვილი, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, სიტუაციის გარკვევამდე დიჯეი მოიხსნას ეთერიდან.