-
2016-08-09 08:57
რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟში რუსი მეტოქის - დიმიტრი იარცევის დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი "მაისპორტ.ჯი"-სთან გააკეთა.
"რუსთან შეხვედრის დროს დაძაბული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში, მე არ მქონდა უფლება დღეს სხვანაირად გამოვსულიყავი ამ ბრძოლაში", - თქვა ქართველმა ძიუდოისტმა.
24 წლის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბებაში მეორე წრიდან ჩაება. მან თავდაპირველად კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი – შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ შოხეი ონოსთან დამარცხდა, შემდეგ კი რეპეშეჟში დენის იარცევი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკო დაამარცხა.