შაბათ საღამოს, ნიუ-იორკში, ჩელსის უბანში, მე-6 და მე-7 ავენიუს შორის მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 26 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი - მძიმედ. ქალაქის ხელმძღვანელობა და პოლიცია აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის კონტეინერში ამოქმედდა.
მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმის" დამფუძნებელი, კომპანია "ალგორითმის" ხელმძღვანელი, ამჟამად უკრაინაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქში" სკანდალურ ფაქტს იხსენებს.
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში სტუმრად დაამარცხა მონტენეგროს ნაკრები 90:84 და საბოლოო ჯამში, ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლისა, გარდაიცვალა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე.
უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში მოქმედი ბატალიონ "დონბასის" ქართველი მებრძოლი თენგიზ თეთრუაშვილი, საძახისით „მეცამეტე“ უკრაინიდან დეპორტირებულია. უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ტვ "აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.
რუსული საბრძოლო რობოტი, რომლის წარმოებაში ჩაშვება ქვეყნის თავდაცვის უწყებამ დიდი პომპეზურობით დაანონსა, პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული გამოცდის დროს გორიდან გადავარდა და დაიმტვრა.
17 სექტემბერს GIPA-ს სტუდენტური გამოფენა და PORTFOLIO REVIEW „ფაბრიკაში“ გაიმართება. PORTFOLIO REVIEW სტუდენტური PORTFOLIO REVIEW არის ივენთი, რომელიც GIPA-ს ინიციატივით საქართველოში პირველად ტარდება.
"ქართული ოცნების" ახალ სახედ მიჩნეული ზაზა ხუციშვილი თბილისში 40 ახალი საპირფარეშოს მოწყობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პრობლემას შეუმსუბუქებს ტურისტებს. ამის შესახებ მან ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ერერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შეასრულა ტელეწამყვან ნინო ჟიჟილაშვილის თხოვნა და ტვ "პირველის" პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. მან შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ივანიშვილის ნომერი ტელეფონში შეტანილი აქვს სახელით "მოქალაქე".
გაზეთი „ქრონიკა პლუს“ აქვეყნებს სტატიას, სადაც განხილულია მე-20 და 21-ე საუკუნის საქართველოში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით შექმნილი წინასაარჩევნო და უბრალოდ, საიმიჯო კლიპები, რომლებსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება ხვდა წილად.