
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გოგონა მე-11 კლასელია. სავარაუდოდ , მან სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. შსს-ს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.