
„პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, „- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება, დაპირისპირების ფონზე კი მას რეფორმების განხორციელების ორმაგი მოტივაცია უჩნდება .
„ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა კიდევ ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება ზოგჯერ, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამაზე საჯაროდ უნდა დავიწყოთ დისკუსიები“, - განაცხადა იზორიამ.