ფულის არქონის შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მეგობარ კომპანიას Vivus ge-ს, სადაც პირველი სესხი კვლავაც უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ერთ წუთში და თანაც ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
გამოუვალ სიტუაციაში ან გაუთვალისწინებელი ხაეჯების გაჩენის შემთხვევაში, vivus ge გთავაზობთ 50-დან 650 ლარამდე თანხას, რომელიც პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ფულის მიღება შეგიძლიათ როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე ხელზე, vivus ge-ს სერვის ცენტრებში.
თუმცა, სანამ ისესხებთ სჯობს დაზოგოთ. სწორედ ამიტომ vivus.ge-ს ბლოგი გთავაზობთ სასარგებლო რჩევების მორიგ კრებულს, რომელიც ფინანსური ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ.
დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გააკეთოთ ფულის ეკონომია ზამთარში.
გამორთეთ გათბობის სისტემა როცა სახლში არ ხართ და დაზოგეთ ელექტროენერგია - ეს პუნქტი არამხოლოდ ზამთარში, არამედ წელიწადის სხვა სეზონებზეც გასათვალისწინებელია. სახლიდან გასვლისას გამოაერთეთ დენცქვიტადან (შტეფცელიდან) ყველა ელექტრომოწყობილობა და ეს საერთო ჯამში სერიოზული თანხების დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.
დაწიე ტემპერატურა - არ არის აუცილებელი სახლში ზაფხულის ცხელი დღეების მოწყობა. დააყენე გათბობის სისტემა დაბალ ტემპერატურაზე და ამით გადასახადების შემცირებას მოახერხებ.
დაამზადე საჩუქრები საკუთარი ხელით - ზამთარი საჩუქრების სეზონია და დღესასწაულებზე ამ კუთხით ბევრი ფულის დახარჯვა გვიწევს. ეკონომიის მიზნით შეგიძლია საჩუქრები თავად დაამზადო. არ ღირს ამ პუნქტისთვის გვერდის ავლა, იმის გამო რომ საკუთარ ხელმარჯვეობაში ეჭვი გეპარება. ინტერნეტში ძალიან ბევრი იდეისა და ვიდეოგაკვეთილის მოძიება შეგიძლიათ იმის შესახებ თუ როგორ დაამზადოთ ორიგინალური, ფუნქციური ან უბრალოდ ლამაზი საჩუქარი.
საკვები - წადით მაღაზიაში იმ პროდუქტების სიით რომელიც აუცილებლად გჭირდებათ და ამით თავს დაიცავთ ზედმეტი საკვების შეძენისგან. ეს გახლავთ არამხოლოდ ზამთარში, არამედ წელიწადის ნებისმიერ სეზონზე აქტუალური რჩევა, თუმცა სიცივეში ამ მეთოდის გამოყენება ბევრად უფრო მარტივია, რადგან სიცხეში ზოგიერთი პროდუქტი სწრაფად ფუჭდება.
დაზოგე ბენზინი - ზამთარში ავტომობილი იმაზე მეტ ბენზინს წვავს ვიდრე თბილ სეზონებზე. ამიტომ შეამცირე ავტომობილით გასავლელი გზის მოცულობა. მაგალითად მაღაზიაში წადი კვირაში მხოლოდ ერთხელ, შეიძინე 7 დღის სამყოფი პროდუქტი წინასწარ და ამით დაზოგე საწვავი.
მიმართე გათბობის ალტერნატიულ საშუალებებს - თბილი პლედი, ზამთრის პიჟამა, სათბური (გრელკა) იაფად გათბობის საუკეთესო საშუალებებია.
ჩამოაფარე ფარდები და გადააკარი ფანჯრებს სპეციალური ლენტი, რომელიც ნაპრალებიდან ცივი ჰაერის შემოსვლას შეუშლის ხელს.
vivus.ge