
დღეს მოქმედი შემადგენლობით, მინისტრთა კაბინეტმა ბოლო მთავრობის სხდომა გამართა. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს და განაცხადა, რომ გასული ოთხი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ქვეყნის საკეთილდღეოდ.
"რა თქმა უნდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო არაერთი სერიოზული გამოწვევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ჩვენ ყოველთვის ერთად ვუმკლავდებოდით ასეთ გამოწვევებს, რაც უდავოდ საამაყოა. მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეამაყება ჩემი გუნდის თითოეულ წევრთან ერთად განვლილი თითოეული დღე ამ ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში, გავრცელებული ინფორმაციით კი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აღარ იქნება, ასევე შეიცვლება ინფრასტრუქტურის მინისტრი, ოფიციალური ინფორმაციით კი დიასპორის სამინისტრო გაუქმდება და მის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტრო შეითავსებს.