ვეტო ვეტოსთვის...ნუ მოვეკიდებით გულისყურით-მიმართვა უმრავლესობას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი კოლეგებს მიმართავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს გულისყურით არ მოეკიდნონ.

>>>

დოლიძე: ახალი სისტემის შექმნა ვერ შევძელით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ინიციატივებს კომიტეტის წევრებს ანა დოლიძე აცნობს. 

>>>

ლალი ბასარია: გიორგი ლუკავა შეიწყალეს, თუმცა მის სანაცვლოდ კადაევის გადაცემას ითხოვენ

დრანდის ციხეში დატყვევებული გიორგი ლუკავას მეუღლე აცხადებს, რომ მისი მეუღლე აფხაზურმა მხარემ შეიწყალა. ლალი ბასარიას ინფორმაციით, ლუკავა უკვე 2 თვეა შეწყალებულია აფხაზური მხარის მიერ, თუმცა მისი გაცვლა გაურკვეველი მიზეზებით არ ხდება.

>>>

7 აპრილს პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმენენ

 

7 აპრილს პარლამენტში პრეზინდეტის შემაჯამებელი გამოსვლა დაიგეგმა. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის  მისვლის საკითხს ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ისინი ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არიან.

>>>

საგანგებო მდგომარეობა მერიასა და 112-ში

 

ძლიერი ქარის გამო მთელი ღამის განმავლობაში სპეციალურ რეჟიმში მუშაობდა თბილისის მერიის ყველა საგანგებო სამსახური. 112-ში კი 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

>>>

ძლიერმა ქარმა რუსთავი დააზარალა

 რუსთავში ძლიერმა ქარმა სპორტის ქუჩაზე ორი ფიჭვის ხე მოგლიჯა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა პრობლემები შექმნა საცხოვრებელ კორპუსებშიც, რამდენიმე მისამართზე სახურავია დაზიანებული.

>>>

არავინ არაფერს არ უდებს...გამოგონილია-შს მინისტრი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს პასუხობს

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრეზიდენტის სიძის მეგობრის დაკავების ფაქტზე განცხადებას აკეთებს.

>>>

შოთაძე:ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა პირებზე მტკიცებულებები არ არსებობს

მთავარი პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. 

”გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მას შესაბამისი მუხლით წაყენებული აქვს ბრალი. ამდენად მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

>>>

შესაძლოა, დადგა დრო, უკეთესი კანონები დავწეროთ- პრეზიდენტის ვეტო ე.წ. მოსმენების კანონს

გვჯერა, ,,ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, დადგა დრო, რომ უკეთესი კანონების დაწერა დავიწყოთ, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

>>>

დიღომში აფთიაქი დააყაჩაღეს

გვიან ღამით, რამდენიმე პირმა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე GPC-ის ერთ-ერთი აფთიაქი დააყაჩაღა.   გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?