
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას, ვაკონტროლებ გადაცემას "ვის უნდა 20 ათასი",- ასე უპასუხა პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძის განცხადებას.
პრეზიდენტის აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოდის ამ ტიპის დაუზუსტებელი ინფორმაციები.
"არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სერიოზულად თუ გავცემ პასუხს, ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აქ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა, მსჯელობა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.