ცხრა პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტს, საერთშორისო საზოგადოებას გაუგზავნის. საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეფასებით, ტექსტის ძირითადი მიზანია დასავლეთს საქართველოს საერთშორისო არენაზე არსებობა შეახსენოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით ორთაჭალაში ერთიანი სამთავრობო სივრცე აშენდება, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. სამთავრობო ქალაქი მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. პრემიერის განცხადებით, ტენდერებში მონაწილე კომპანიები სახელმწიფოსგან მიღებული ფულიდან თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას აგვიანებენ.
"რუსთავი-2-ის" ერთერთი მფობელი ლევან ყარამანიშვილი კომპანიის კოლექტივს მიმართავს, მადლობას უხდის და სთავაზობს წინადადებას, რომ თავიანთი წილი, 40%, უსასყიდლოდ გადაეცეს კოლექტივს, კოლექტივის წარმომადგენლები "უკვე მფლობელების რანგში" გახდნენ "ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე".
მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ დამფუძნებელი, მომღერალი ნინო ჩხეიძე უარყოფს ბოლო დროის განმავლობაში გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე რომ მედიაჰოლდინგი იხურება ან/და მისი გაყიდვაა დაგეგმილი.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე სასამართლომ სრულად გაამართლა.
პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, პროკურატურას დღეს საჩივრით მიმართავენ.
საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ჩადების ნარკოპოლიტიკა ახლა ხელისუფლების მხრიდან, „ სულელური სტრატეგია“ იქნებოდა.