თელავში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
26 წლის ქალს მუცლის არეში შემავალი რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
38 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.