
ამ ყმაწვილს წარმოადგენა არ აქვს ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე, -აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა.
კობახიძის განცხადებას, რომ ,,რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და გავლენის ქვეშ მიიღო, მწვავე შეფასებები მოჰყვა ნაციონალურ მოძრაობაში.
პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ერთადერთი ვისაც სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლის მოხდენა სურდა იყო ხელისუფლება და ამის დასტურია საგარეო საქმეთა მინისტრის სტრასბურგში ვიზიტი.
„ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, რატომაც ეს ყმაწვილი, რომელიც არ არის თავის ადგილას, პარლამენტის სპიკერად არ უნდა მუშაობდეს. წარმოდგენა არ აქვს ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ვერავინ ვერ მოახდენს პოლიტიკურ გავლენას. თუ ვინმე ახდენდა და ცდილობდა ამას იყო დღევანდელი მთავრობა, უვიცი მთავრობა, რომელმაც იქ გააგზავნა საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი,“-განაცხადა ნიკა რურუამ.