
ენგურის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეები 8 აგვისტოს 12 საათიდან ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, 14:00 საათიდან კი ხიდთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი შეიქმნება.
„ქრონიკა პლუსის" ინიცირებულ აქციას უერთდება „აფხაზთა კრება", ასევე, აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოდიან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები ქუთაისიდან, სენაკიდან და ფოთიდან.
„აქაც იგივე პრინციპია: ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ,შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში. აქედან ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყარაფილასთან იდგებიან. მოვისმენთ სახელმწიფო ჰიმნს, კონკრეტულ, შემრიგებლურ მესიჯებს გავუგზავნით ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს და აქაც, მცირედი ცვლილებით, ჩავატარებთ აქცია-პერფორმანსს: "ფრთხილად, 800 მეტრში რუსი ოკუპანტია!", - ამბობს აქციის ერთერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.