-
2017-08-07 20:54
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტი, რუსეთის მხრიდან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის საპასუხო ქმედებაა.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, თავისებურ საპირწონედ აირჩიეს კრემლში, იმისთვის, რომ დაებალანსებინათ, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, პუტინის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე სასაცილოდ, ისე გაუაზრებლად და მდაბიურადგამოიყურება, რომ კლოუნადასაც ვეღარ დაუძახებ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ