უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს დეპუტატის მანქანის საბარგულში ეძებდნენ

Image

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და მესაზღვრეები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სპეცოპერაციის ფარგლებში მანქანების საბარგულში მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, უკრაინაში მოხვედრას სწორედ ამ გზით დააპირებდა. 

 

ამის შესახებ "ფეისბუქზე" უმაღლესი რადის დეპუტატმა იური დერევიანკომ დაწერა და აღნიშნა, რომ კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტზე უკრაინელმა მესაზღვრეებმა და უშიშროების სამსახურმა ოპერაცია «Перехват» აამოქმედეს. 

 

დეპუტატის თქმით, ოპერაციის მონაწილეები სააკაშვილს საბარგულებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, რამაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან საცობი წარმოქმნა. დეპუტატმა პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდა, "შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქეების მასხრად აგდება". 

 

შეგახსენებთ, 26 ივლისს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო 5 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარშავაში ჩაფრინდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავისადმი მიძრვნილ სამიტზე. 

 

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონეთს უკვე მიმართა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თუმცა, პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, სეიმის წევრისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუმართავს პოლონეთის კომპეტენტური ორგანოებისთვის სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით. 

 

მისივე თქმით, ასეთი მიმართვა რომც არსებობდეს, პოლონეთი მას არ დააკმაყოფილებს, რადგან "პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში".

რედაქტორის რჩევით

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2017-11-06 17:50
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი...

რუსულ ციხეში სიკვდილი მემუქრება-კადიევი

2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება....
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?

ტელევიზია - 29.4%
რადიო - 5.9%
გაზეთი - 0%
ინტერნეტი (საიტები, სოცქსელები) - 58.8%
ინფორმაციას არ ვეცნობი - 5.9%
ხმების რაოდნობა: 17
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
2.8641
0.0132
100
RUB
 - 
3.9179
0.0153
1
USD
 - 
2.4365
0.0058

გუშინ:

ჰიტები:14772 უნიკალური:12676

მიმდინარე:

ჰიტები:1063 უნიკალური:927