გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში დამონტაჟებულ უკანონო ბანერთან რუსი ოკუპანტები ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ავლებენ. ფოტო და ვიდეომასალას ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომელიც იქ სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიას ატარებს.
„ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მჯდარი მამაკაცი აბანოთუბანთან, სავარაუდოდ, სხვა მანქანიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
თურქეთში, ანტალიის რეგიონში საქართველოს 51 წლის მოქალაქე მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, ქალბატონს ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.
მედიის ყველა ის წარმომადგენელი,რომელმაც გუშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა,უკრაინელ სამართალდამცველებს ,,შეგინის“ ზონაში ჰყავთ გაჩერებული.
შიდა ქართლის ოკუპაციის ზოლში, ორჭოსანი-ხურვალეთის მიმართულებით რუსი ოკუპანტები და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს დილიდან ახალ ხნულებს ავლებენ,
"სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული" უწოდა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა შეგენის პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევას მიხეილ სააკაშვილის, დეპუტატებისა და სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ.
"ახალ ძალთა გაერთიანების" ადვოკატმა ცოტა ხნის წინ უკრაინის საემიგრაციო სამსახურში განცხადება შეიტანა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს იმ პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებდა, გეგმები და მარშრუტი რამდენჯერმე შეცვალა.
ცესკო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს.