კახი კალაძე - 34%, ზაალ უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14% - მეორე ტური მოსალოდნელია

Image

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონრისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

 

კვლევის შედეგები ასეთია:

კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: კახი კალაძე - 34% ზალიკო უდუმაშვილი - 14% ალეკო ელისაშვილი - 14% ელენე ხოშტარია - 5% ირმა ინაშვილი - 2% გიორგი გუგავა - 2% კახა კუკავა - 1% გიორგი ვაშაძე - 1% თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%; არ გადამიწყვეტია - 13% უარი პასუხზე - 7% არავის - 6%

 

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია:

ალეკო ელისაშვილი - 21% ელენე ხოშტარია - 9% ირმა ინაშვილი - 4% კახა კუკავა - 3% გიორგი გუგავა - 2% თენგიზ შერგელაშვილი - 1% გიორგი ვაშაძე - 1% მონაცემების საერთო ჯამი 100%-ს აჭარბებს. ეს არ არის შეცდომა, რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მეორე ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია. კითხვაზე, "მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას," გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: ირმა ინაშვილი - 29% ზალიკო უდუმაშვილი - 24% ელენე ხოშტარია - 23% გიორგი გუგავა - 23% თენგიზ შერგელაშვილი - 21% კახა კუკავა - 20% გიორგი ვაშაძე - 20% კახი კალაძე - 19% ალეკო ელისაშვილი - 9% რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია:

"ქართული ოცნება" - 36% "ნაციონალური მოძრაობა" - 12% "ევროპული საქართველო" - 8% "ლეიბორისტული პარტია" - 5% "პატრიოტთა ალიანსი" - 4% "დემოკრატიული მოძრაობა" - 1% "ახალი საქართველო" - 1% "რესპუბლიკური პარტია" - 1% არ გადამიწყვეტია - 15% უარი პასუხზე - 8% არავის - 9% რაც შეეხება შეკითხვას, "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?" "რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?" შედეგები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 32% "პატრიოტთა ალიანსი" - 27% "ლეიბორისტული პარტია" - 22% "ევროპული საქართველო" - 21% "დემოკრატიული მოძრაობა" - 20% "რესპუბლიკური პარტია" - 20% "ქართული ოცნება" - 19% "ახალი საქართველო" - 18%

 

კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს: ძალიან მომწონს - 2% გარკვეულწილად მომწონს - 23% გარკვეულწილად არ მომწონს - 27% ძალიან არ მომწონს - 41% მსგავსი შეკითხვა დაისვა თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზეც: ძალიან მომწონდა - 13% გარკვეულწილად მომწონდა - 36% გარკვეულწილად არ მომწონდა - 20% ძალიან არ მომწონდა - 22% გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას: სავარაუდოდ კი - 19% სავარაუდოდ არა - 6% დანამდვილებით არა - 5%

 

რესპოდენტთა 66% კი აცხადებს, რომ 2014 წელსაც მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში. 74% ამბობს, რომ ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც - ანუ გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლები საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევიან. ამასთანავე 63% ფიქრობს, რომ მთლიანობაში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის ასე. 22% კი ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების გეზი სწორია. 15%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !