"რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ავტმობილი დაუდგენელმა პირებმა განზრახ დააზიანეს. შემთხვევა ჟურნალისტის საცოხვრებელ სახლთან მოხდა.
,,მოკლედ, ასეთი ამბავია: სარკეები წაღებული არ არის. ყველაფერი ძირს ყრია. ანუ, მანქანის დამტვრევა ქურდობის მიზნით არ მომხდარა - ამას პოლიციაც მიდასტურებს. ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიო - რა მიზანი ჰქონდათ დამნაშავეებს. ორი ტიპი მოდიოდა და უცებ მანქანის დალეწვა მოუნდათ, რომელიც ჩემი აღმოჩნდა შემთხვევით,ან მიზანმიმართული თავდასხმა იყო ჩემზე. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. გამოძიებას დაველოდები - საქმის გასახსნელად ყველა წინაპირობა აქვს. ანაბეჭდები, ზუსტი დრო, კამერების ჩანაწერები, მეზობლების ჩვენებები“-წერს კვესიტაძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.