საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას ოპოზიცია სასამართლოში გაასაჩივრებს

Image

ოპოზიცია თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეიდან სასამართლოში შესატან სარჩელზე იწყებს მუშაობას.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტისა და წესების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.


„საჩივარი შევიტანოთ საქალაქო სასამართლოში და გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება. ისევე ერთად დავდგეთ, როგორც ვიდექით ნაზღაიძის საქმეზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ფარცხალაძის საკითხზე. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც და აუცილებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ ოპოზიციურმა ძალებმა,“-ამბობს ფრაქცია „თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
სარჩელს, რომელიც თბილისი საქალაქო სასამართლოში შევა, უერთდება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.


„სამართლებრივი გზით გაპროტესტებას შევუერთდები, თუმცა გულდაწყვეტით ვიტყვი ერთ ამბავს, მე ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ დაეტოვებინათ საკრებულო და დღეს უკვე სხვა სურათი გვექნებოდა. დღეს გვექნებოდა მხოლოდ „ქართული ოცნება“ ნოტარიულ ბიუროდ, რომელიც გააპრავებდა და ხელს მოაწერდა ივანიშვილის ახირებულ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი შაბათს უკანონო გადაწყვეტილების გაპროტესტებას მაშტაბურ აქციაზე გეგმავს.


„როგორი ფორმით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა დაპირისპირების ფონზე, 12-მდე ჩვენი თანამებრძოლი დაკავებულია და საბოლოო ჯამში რა მივიღეთ, კიდევ ერთი ავტოფარეხი დაიკანონა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ცენტრში და თაბორის მთაზე ახალი მიწის ნაკვეთი, რად უღირთ ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ ჩვენი პროტესტი გრძელდება, შაბათს ჩვენ ვგეგმავთ მრავალათასიან აქციას უკვე, რათა ეს უკანონო გადაწყვეტილება არ იქნას აღსრულებული,“-განაცხადა ზაალუდუმაშვილმა.


კანონის დარღვევას გამორიცხავს თავად უმრავლესობა. თბილისის საკრებულომ ხმაურიანი პროტესტის ფონზე გუშინ საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის დამატებით 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ.
წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !