გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არ დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ ხელისუფლება კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ წარადგენს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია არ დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ეკონომიკური გეგმა.

>>>

ლევან რატიანი - კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი - რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსის - სტაბილურად მძიმე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 118 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც covid19 დადასტურებული აქვს 91 მათგანს. რატიანის ინფორმაციით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსის - სტაბილურად მძიმე.

>>>

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია.

>>>

ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა

ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და ამ დროისთვის ბარელის ღირებულება -37.63 აშშ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბისისი“ ავრცელებს.

>>>

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 პირი, ფოთის ტირ - პარკში კი ტრაილერის 72 მძღოლი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 36 პირია, ხოლო ფოთის ტირ - პარკში ტრაილერის 72 მძღოლი იმყოფება.

>>>

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ერთ - ერთ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 1401-მდე გაიზარდა.

>>>

ჩინეთში მესამე დღეა კოვიდ 19-ით არავინ დაღუპულა

ჩინეთში მესამე დღეა კოვიდ 19-ით არავინ დაღუპულა. ხოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

>>>

CNN - გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომაროებაშია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.

>>>

გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ, წევრი ქვეყნების მიერ მის თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს

გაეროს წევრმა ქვენებმა გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს თანაბარ და დროულ წვდომას კორონავირუსის ვაქცინაზე, რომელსაც მომავალში მიიღებენ. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს თანამშრომლობისკენ.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?