-
2020-04-22 11:39
იტალიაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 51 600 ადამიანი განიკურნა.
ბოლო კვირის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლისა და დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.
იტალია, ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.