-
2020-04-22 12:05
აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 039-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 37 179-ით მოიმატა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 824 438-ს მიაღწია.
„სიენენის“ განმარტებით, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა სტატისტიკამ ზრდა მომავალი დღეების განმავლობაშიც განაგრძოს, რაც განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთმა შტატმა მონაცემებში კორონავირუსით „სავარაუდოდ გარდაცვალების“ შემთხვევებიც დაამატა.