
დიდ ბრიტანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 828 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.
ბრიტანეთში, გასულ 24 საათში 4 301 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 130 000-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ინგლისში ემსხვერპლა.