,,იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვანების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა",
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ფრაზაში „მინდა ორი გვამი“ ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს, თუკი ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდებოდა.
,,წითელი აქცია“ – ირაკლი კაკაბაძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საცხოვრებელ სახლებს სისხლისფრად შეღებვას უპირებს.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მცდელობით დაკავებულებს ვანო მერაბიშვილისგან ალიყურს ჰპირდება.
საპარლამენტო უმცირესობა უკვე გამოეხმაურა 29 იანვარს გამოქვეყნებულ, მუხროვანის 2009 წლის ამბოხების ერთი ეპიზოდის ამსახველ ვიდეომასალას, სადაც ვანო მერაბიშვილი და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
მას შემდეგ, რაც მუხროვანის 2009 წლის ამბოხების შესახებ დღეს გავრცელებულ კადრებში გენერალი დავით ნაირაშვილი ამოიცნო, „გურიანიუსის“ კორესპონდენტი ირმა მესხია მას დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა, სადაც ის საქართველოს სამხედრო ატაშეს თანამდებობაზეა.
დაახლოებით 01:00-ზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც ერთმანეთს ორი გერმანული წარმოების ავტომანქანა შეეჯახა. ავარიას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „საქართველო მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან“, თუმცა, ამბობს, რომ ამ ფორმულის ამუშავება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დაინტერესებითა და მონაწილეობით.
დაახლოებით ერთი საათის წინ დროის მცირე მონაკვეთში ბლოკირებული იყო საბურთალოზე მდებარე მარჯანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკაზე“ და ქალაქ ლაზიკას შესახებ საუბრობდა.