
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ აქვს იდეა, შექმნას პეტიცია და მსოფლიოს მოუწოდოს, გაუფრთხილდეს ქართველებს, როგორც გადაშენების პირას მყოფ ადამიანურ სახეობას.
ნათია ფანჯიკიძე წერს:
„იდეა კი არადა, ინიციატივა მაქვს: ხომ არსებობს წითელი წიგნი, სადაც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია შეტანილი და მათი დახოცვა იკრძალება?
მცენარეები, რომელთა განადგურება იკრძალება?
ხოდა, მცირე ერებისთვის მსგავსი კატალოგი მინდა დამუშავდეს და აიკრძალოს ქართველების ხოცვა, ქართველებთან ომი და გაგვიფრთხილდეს მსოფლიო, როგორც უნიკალურ, გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ ადამიანურ სახეობას.
ვის მივმართო? (რუსთაველი მკვდარია), უფრო სწორად, პეტიციის შექმნა მინდა და გამომიწოდეთ ხელი“.