ყირიმელმა თათრებმა, რომლებიც სიმფეროპოლში, ყირიმის რადის შენობასთან პრორუსული ძალების მიერ ჩატარებული მიტინგის კონტრაქციას ატარებდნენ, პრორუსები შენობის მისადგომებიდან განდევნეს და შენობაში შევიდნენ.
ყირიმში მიმდინარე აქციის სისხლიან დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე განეიტრალდა: ყირიმის რადას რიგგარეშე სხდომა გადაიდო.
სიმფეროპოლში პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობს. ყირიმელი თათრები, უკრაინის ერთიანობის დასაცავად გამოვიდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა. საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის განცხადებით, იგი 99 პროცენტით არის დარწმუნებული იმაში, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება:
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ონიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ადვოკატ გოგა ონიანის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004–2013) მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი–2"–ის ეთერში კიევიდან ჩაერთო და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
mymarket.ge-ზე დღეს განთავსდა ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი, პორტრეტის ღირებულება კი 2000 დოლარს შეადგენს. მისი ავტორი დემურ გრიგოლია გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაციას „აქცენტ.ჯი“ ავრცელებს.
დაკავებული კოლეგის – გოგა ონიანის დასაცავად საკუთარი სურვილით 50–დე ადვოკატი სასამართლო პროცესზე მივიდა, რითაც ონიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
78 წლის მოხუცი, რომელმაც ჰანოვერში, საკუთარ ბაღში ნაკვეთის დასუფთავებისას სამ მეტრზე მეტი სიგრძის მკვდარი პითონი იპოვა, დააჯარიმეს, რადგან ჩათვალეს, რომ მას პითონისთვის სესაბამისი პირობები არ ჰქონდა უზრუნველყოფილი.