
სრულიად უკრაინის და კიევის სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრემ (მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი), ჩერნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტმა ონოფრემ წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინა დღეს დგას მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ერთერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე. მიტროპოლიტი ონოფრე წერს, რომ სერიოზული მღელვარების საბაბი გახდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ ვლადიმირ პუტინისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში გამოყენების უფლების მინიჭება:
„ყირიმში პატრიარქ კირილის ვიზიტის დოს მან თქვა ბრძნული სიტყვები, რომ იქ მდგარმა ორი მოძმე ხალხის ფლოტმა არასდროს არ უნდა დაუმიზნოს ერთმანეთს იარაღი“, - წერს მიტროპოლიტი რუსეთის პრეზიდენტს და მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს „უკრაინისა და წმინდა ეკლესიის გაყოფის პროცესი“.