,,არ შემიძლია, ისე ვიმღერო და დავუკრა, რომ ეს სიმღერა არ მივუძღვნა ჩვენს უკრაინელ ძმებს. ღმერთმა მისცეთ გაძლება, გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ყოველ წუთსა და წამს,“- ნიაზ დიასამიძემ ფონდ ,,იავნანას“ საიუბილეო კონცერტზე თავის სიმღერა უკრაინელებს მიუძღვნა.
კონცერტი ,,რუსთავი-2“ ეთერით გადაიცემა. მომღერალი სცენაზე სახეზე დახატული უკრაინის დროშით ავიდა.