
დღეს ბაღჩისარაიში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ძირითადად, ქალებმა რუსი აგრესორების მიერ ბლოკირებულ უკრაინელ სამხედროებს ტკბილეულობა, ყვავილები და საჰაერო ბუშტები მიუტანეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქალებისთვის ხელის შეშლა რუსმა ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ მათ სამხედრო ნაწილამდე მისვლა მაინც მოახერხეს.
უკრაინელი ჯარისკაცები ქალებთან შესახვედრად გამოვიდნენ და მათ საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოები