
სიმფეროპოლის რაიონის სოფელ პერევალნოეში განლაგებული სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები ბაზის დატოვებას ან დანებებას არ აპირებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ. მათი თქმით, ნაწილის პირად შემადგენლობაში ჯანსაღი განწყობაა, დეზერტირობის ფაქტი არ აღრიცხულა.
ბაზის მისადგომები ამ დრომდე ბლოკირებულია განმასხვავებელი ნიშნების გარეშე მყოფი, შეიარაღებული პირებით, რომლებსაც ნიღბები უკეთიათ. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ერთად არიან ასევე სამოქალაქო პირები, სავარაუდოდ, სიმფეროპოლელი „ტიტუშკები“.
„ტიტუშკების“ აქტივობის შესახებ წერენ ბლოგერები ასევე სევასტოპოლიდან, სადაც ბლოკირებულია საზღვაო ქვეითთა ბატალიონის სამხედრო ნაწილი. „ტიტუშკები“ ბითებით არიან შეიარაღებული და სკანდირებენ „რუსეთი!“. შტურმზე ჯერ არ მოდიან. არ ვიცით, რა იქნება ცოტა ხანში. აქვე არიან შეიარაღებული, ნიღბიანი პირებიც“, - წერენ ბლოგერები.