
გერმანული ელექტროენერგეტიკული კომპანია E.On რუსული „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი უცხოური კლიენტი იყო, თუმცა, რუსული კომპანიის მომსახურებაზე უარი თქვა და ხელშეკრულება კანადურ კომპანიასთან გააფორმა.
სავარაუდოდ, „გაზპრომის“ მომსახურებაზე უარი უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა განაპირობა.
E.On-მა 20 წლიანი კონტრაქტი დადო კანადურ ბუნებრივი აირის კომპანია LNG-სთან. Reuters-ის ცნობით, დადებული კონტრაქტის მიხედვით E.On ყოველწლიურად LNG-ისგან 5 მილიონ ტონა ბუნებრივ აირს შეიძენს.
" E.On-თან დადებული ხელშეკრულება ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიაა, რაც აუცილებელია LNG-ის Goldboro-ს ტერმინალის ასაშენებლად“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ალფრედ სორენსენი.