უკრაინის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი იგორ სმეშკო აცხადებს, რომ უკრაინის არმიის დამარცხება შეუძლებელია.
ნატოს საბჭო, რომელიც კვირას ბრიუსელში, ელჩების დონეზე შეიკრიბა, რუსეთის სამხედრო ქმედებებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს და მოუწოდებს, ყველაფერი იღონოს დეესკალაციისთვის.
ლუგანსკში გუშინ ჩატარებული პრორუსული მიტინგის დროს მიტინგის მონაწილეების მხრიდან ფულის გაყოფის ფაქტი ფოტოობიექტივში მოხვდა.
23 წლის იულია ალიპოვა რუსეთში ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარეს: მან 50 გოგონას შორის ყველაზე მაღალი ქულები მიიღო და "მის რუსეთი-2014" გახდა.
ძირითადად რუსულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ დნეპროპეტროვსკში დღეს ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო მარში გაიმართა, ხოლო მიტინგზე გამოსულმა 15 ათასამდე ადამიანმა უკრაინის ჰიმნი იმღერა.
ყირიმში უკრაინის შინაგანი ძალების უფროსი ნიკალაი ბალაბანი აცხადებს, რომ შინაგანი ჯარი უკრაინელი ხალხისათვის მიცემული ფიცის ერთგული დარჩება.
ქერჩში პრორუსი, ნიღბიანი აქტივისტები ცდილობდნენ, იქ მცხოვრები ქართველების სახლიდან რაიმე მოეპარათ და ამ მიზნით სახლის ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს.
რეჟისორი ემირ კუსტურიცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და წერს, რომ არ სჯერა მაიდნელთა უანგარო თავდადების.
დღეს, უკრაინაში, ევრომაიდანზე მიმდინარე სახალხო ვეჩეს პარალელურად ანტირუსული აქციები მოეწყო ყირიმის ქალაქებშიც. უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსული აგრესია დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებშიც.
რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან მორიგეობენ, იმ მოქალაქეების გამოჩენისას, რომლებიც მათ გადაღებას ცდილობენ, სახეებს იფარავენ.