კონსტანტინეპოლში, ასამბლეის საბჭოზე, საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის პოზიციას დაეთანხმა

Image

დღეს, კონსტანტინეპოლში მიმდინარე დიდი ასამბლეის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები და წარმომადგენელი მღვდელმთავრები, დაადგინა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი.

 

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება ჩატარდება 2016 წელს, კონსტანტინეპოლში (სტამბული, თურქეთი). თითოეული ეკლესიიდან იქნება ოც კაციანი წარმომადგენლობა(პრელატი).

 

თითოეულს ექნება ერთი ხმა და ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის პრინციპითა და ერთხმად. ამ საკითხის განხილვისას რუსეთის ეკლესიის პოზიციას კონსენსუსის აუცილებლობაზე საქართველოს ეკლესიამ დაუჭირა მხარი. კონსტანტინეპოლის და სხვა ეკლესიები ითხოვდნენ, გადამწყვეტი ხმათა უმრავლესობა ყოფილიყო.

 

შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მოამზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამასა და დეტალებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა - აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა.

 

“ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია ყველა დღის წესრიგში შეტანილი საკითხი განხილულ იქნას და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსენსუსით;

 

ამას გარდა, აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !