
სიმფეროპოლში კაზაკებმა უცხოელი ჟურნალისტები გაძარცვეს. შემთხვევა გორკის ქუჩაზე მოხდა, დანაშაულებრივი აქტი კი ერთერთ რესტორანთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო ვიდეომ ჩაიწერა.
რესტორნიდან გამოსულ ჟურნალისტებს, ავტომატებით შეიარაღებული კაზაკები დაესხნენ თავს, ისინი მიწაზე დააწვინეს და გაძარცვეს.
დამნაშავეები სახეს ნიღბებით არ ფარავდნენ. დაზარალებული ჟურნალისტები, ბელგიური მედიასაშუალების წარმომადგენლები არიან. ერთერთ ოპერატორს თავდამსხმელებმა ვიდეოკამერა და ტელეფონი წაართვეს.