-
2014-03-07 20:29
ირანში სასამართლომ სასტიკი განაჩენი გამოუტანა მამაკაცს, რომელიც დამნაშავედ სცნეს ე.წ. „მჟავით თავდასხმაში“, რის შედეგადაც დაზარალებულმა ქალმა საშინელი დამწვრობები მიიღო, ასევე მას დაუზიანდა ყური და თვალი.
უძველესი პრინციპის მიხედვით, „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“, სასამართლომ სასტიკი განაჩენი გამოიტანა. მამაკაცს, რომელსაც სახელად ჯამშიდი ჰქვია, მოაჭრიან ცხვირს, ყურებს, ასევე ამოთხრიან თვალს.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ნაციონალური წინააღმდეგობის საბჭო ავრცელებს. სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ოქტომბერში ჯამშიდმა დაზარალებულ შირინს სახეში მჟავა შეასხა, რის შემდეგაც იგი დაბრმავდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისასტიკე სასჯელის სახით ირანში საკმაოდ ხშირად გამოიყენება. სასამართლოს ხშირად გამოაქვს არანაკლებად სასტიკი განაჩენი, რაც კიდურების მოკვეთას გულისხმობს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ დამნაშავეს ფეხებისა და ხელების მოკვეთა მიუსაჯეს. მართალია, სახელმწიფოს პრეზიდენტი ჰასან რუხანი ხელმძღვანელობს, სასამართლოს განაჩენი მისგან დამოუკიდებლად გამოაქვს.
ირანში საზოგადოების თვალწინაც სჯიან დამნაშავეს. მსგავსი ქმედებები საერთაშორისო უფლებადამცველი ასოციაციების შეშფოთებას იწვევს.