„როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელები, იგორ სეჩინი და ალექსანდრე მილერი ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა. მათ მიმართ ევროკავშირმა ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა.
ყირიმის პროკურატურამ „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე აღძრულია ასევე ამ სექტორში შემავალი ორგანიზაცია „ბრატსტვოს“ ლიდერის წინააღმდეგ.
სოციალურ ქსელებში პოპულარულია ფოტოსქრინი, რომელიც სატელევიზიო კადრიდანაა აღებული.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოჩირიძე დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას "რუსთავი2"–ზე დაყრდნობით "ტაბულა" ავრცელებს.
აშშ–მა გადახედა ირანის ნავთობზე ემბარგოს გადაწყვეტილებას და იაპონიისა და ევროკავშირის ბაზარზე მისი ემბარგო გააუქმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას არ შეურიგდება.
ოფიციალური თბილისი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფით ჩატარდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
"რუსთავი–2"–ის იუმორისტულ გადაცემაში წარმოდგენილ ახალ ლექსში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აისახა.
ყირიმში რეფერენდუმის დასრულებიდან იმ დრომდე, სანამ დაითვლებოდა ბიულეტენების ნახევარი, ეგზიტპოლის მონაცემები შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ რუსეთთან ყირიმის ნახევარკუნძულის შეერთებას მხარი ხმის მიმცემთა 95,5%–მა დაუჭირა.
უკრაინელი მოთხილამურე, პარაოლიმპიური ნაკრების მედროშესა და ერთადერთ წარმომადგენელს დახურვის ცერემონიაზე სოჭში, ორგანიზატორები მონაწილეობაზე უარს ეუბნებოდნენ იმის გამო, რომ მას მაისურზე წარწერა „მშვიდობა“ ეწერა.