-
2014-03-23 03:26
„ყველა ოცნება არ სრულდება ან ოცნებები სრულდებიან სრულ კოშმარებად... იანუკოვიჩმა როცა არ შემიშვა უკრაინაში, ორი თვე გაძლო ამ აკრძალვამ. ივანიშვილის მცდელობა, ჩემი გადაადგილების შეზღუდვის ბევრად უფრო ნაკლებს გასტანს, ვიდრე ივანიშვილის კეთილისმყოფელ პუტინს ჰგონია,“
- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში, ,,პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი დაპატიმრება იგეგმებოდა პუტინის დავალებით და ამის შესახებ მას ევროკავშირის ერთ-ერთმა მთავარმა ხელმძღვანელმა შეატყობინა და ქვეყანის დატოვება ურჩია, რადგან მისი დაკავების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდებოდა.
"ევროკავშირის მთავარმა ხელმძღვანელმა გამაფრთხილა, რომ მისთვის ცნობილია პუტინის და ივანიშვილის გადაწყვეტილება ჩემი დაპატიმრების შესახებ. მან მითხრა, რომ შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ , მაგრამ იცოდე, როგორც კი შენ ამაში გაებმები, მაშინვე შეწყდება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, და მთლიანად შეჩერდება.
ეს მისი რჩევა იყო და ბევრი სხვა ადამიანის რჩევა იყო, რომ წამოვედი საქართველოდან. მაგრამ დაჩქარება ამ პროცესის, რაც ახლა მოხდა, უკავშირდება ჩემს მონაწილეობას უკრაინის რევოლუციაში,“- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, როცა ის შევიდა უკრაინაში, იანუკოვიჩმა პუტინისგან პირდაპირი დავალება მიიღო, რომ ის და სხვა დიპლომატები ევქვეყნაში აღარ შეეშვა, თუმცა სააკაშვილის თქმით, ეს სია ,,ჩამოეშალათ“.
"ახლა საქართველოს მთავრობის მეშვეობით ცდილობს პუტინი შეზღუდოს ჩემი გადაადგილების თავისუფლება, რომ ტელევიზიებში აღარ გამოვიდე, რომ კამპანიებს აღარ ვაწარმოებდე, რომ არ გავაგრძელო ბრძოლა უკრაინისა და, პირველ რიგში, საქართველოს გათავისუფლებისთვის.
ეს ფართხაფურთხი, რასაც აგორებენ, ეტყობა პუტინმა დაარტყა მუშტი - ხომ გითხარით , როდისღა უნდა გააკეთოთ?
მე ჩავალ საქართველოში, როცა მოვამზადებთ სიტუაციას იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი რეგიონი და საქართველო გთავისუფლდეს პუტინის მარწუხებისგან, პუტინის მარიონეტებისგან და თავად პუტინისგან,“- განაცხადა სააკაშვილმა.