მოსკოვში მცხოვრები უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლის რჩევები სააკაშვილს

Image

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლე, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ლამარა სორდია–შევცოვა, რომელიც ამჟამად ადვოკატია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს რჩევებს აძლევს.

 

ლამარა სორდია–შევცოვა მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, არ წამოეგოს ანკესს და საქართველოში არ ჩავიდეს, რადგან მახეს უგებენ. სორდია–შევცოვა მიხეილ სააკაშვილს „საქართველოს ყველა დროის პრეზიდენტს“ უწოდებს:

 

„მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყველა დროის პრეზიდენტს! მიშა! არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ ამ თაღლითებს! ნუ ჩააგდებთ საფრთხეში თქვენს სიცოცხლეს! არ ჩახვიდეთ! თქვენ საქართველოს, მის ხალხს სჭირდებით. იმ ორი **** (წერილის ნაწილი გამოტოვებულია მისი არაეთიკურობის გამო, – რედ.) ადამიანის გარდაცვალებაში არაფერი გაურკვეველი არ არის დარჩენილი და მათი ცხედრებით მანიპულირება მხოლოდ თქვენს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

 

თქვენ მახეს გიგებენ! ისინი ყველანაირ სისსაძაგლეზე არიან წამსვლელენი! როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლე და ადვოკატი, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, როგორც უფროსი ასაკითა და პროფესიონალური გამოცდილებით, გირჩევთ:

 

გააკეთოთ განცხადება პროკურატურაში, რომ ვერ ჩახვალთ სწორედ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო (სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია) და ჩვენების მიცემაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში გაუკეთოთ ორგანიზება გამომძიებლის ჩასვლას თქვენთან. არსად, არცერთ კანონში არაა ნათქვამი, რომ დაკითხვა მაინცდამაინც გამომძიებლის კაბინეტში უნდა გაიმართოს“, – წერს გადამდგარი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !