-
2014-03-22 18:20
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი,ბაჩო ახალაია ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში არ ჩამოვიდეს.
ახალაიას განცხადება "ფეისბუქში" გავცელდა:
"ჩემს მაგალითზე დამტკიცდა, რომ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და გამოძიებაზე აპელირება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
მთელი სახელმწიფო და სამწუხაროდ სასამართლოს ნაწილი გადაქცეულია პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად.
მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას და ამით არ მისცეს რუსული გეგმის განხორციელების საშუალება. ვინაიდან სწორედ ასე მოექცა შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას და არ აპატია მას სახელმწიფოს მშენებლობა.
და ბოლოს, მალე დადგება დრო, როდესაც ის ხალხი ვინც დღეს სახელმწიფოს ფუნდამენტს არღვევს და ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცახდებაში.
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.