-
2014-03-23 09:40
„ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივით ორშაბათს თბილისში, კინოს სახლში დაგეგმილია 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც ასახული იქნება ნატოს საჰაერო დაბომბვები იუგოსლავიაში, ფილმის დასრულების შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფილმის ჩვენების მიზანია საზოგადოებამ დაინახოს, „რა მოუტანა იუგოსლავიას და რა საფრთხეს უქადის ნატოს მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“.
რუსთაველის გამზირზე მსვლელობის დროს მონაწილეებს თან ექნებათ სერბეთის დაბომბვის ამსახველი პლაკატები და პლაკატები ნატოს საწინააღმდეგო მოწოდებებით. იმის გამო, რომ აქციის ორგანიზატორთა თქმით, დაბომბვის დროს სერბეთში უამრავი ეკლესია და მონასტერი დაინგრა, აქცია ჩატარდება ლოზუნგით: „სერბეთის სიწმინდეები ჩვენიცაა“.
როგორც „ევრაზიის ინსტიტუტი“ იტყობინება, ანალოგიური აქცია ბათუმშიც გაიმართება.
ფოტო: ნატოს საწინააღმდეგო აქცია 2013 წლის ივნისში