გიგი უგულავას ინფორმაციით, ახალციხეში, პარტიის შტაბში „ქართული ოცნების“ წევრები ცოცხებით მივიდნენ.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალ ზელანდიაში სამკვირიანი ტურნე დაიწყო. სამეფო ოჯახის წევრებს ახალი ზელანდიის მკვიდრნი - მაორის მებრძოლები შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთში F-16-ის ტიპის მოიერიშეებს აგზავნის. პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავები ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნაში ჩაერთვებიან, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში შავ ზღვაშია დაგეგმილი.
ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა საოლქო ადმინისტრაციული შენობები სეპარატისტული ძალებისგან მთლიანად გაწმინდეს.
უკრაინის რადაში სესია ჩხუბის გამო შეწყდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა ვითარების განსამუხტად შესვენება გამოაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით უსუფაშვილის სიტყვებს თავიდან ბოლომდე ეთანხმება:
„მე მინდა კითხვაზე პასუხი, რას მოიმოქმედებს ნატო თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება“, - ამ კითხვით მიმართა დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის საგარეო სამქეთა მინისტრებს.
53-ე სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლის ახალ დირექტორს, ეკა გახარიას სკოლაში არ შეუშვებენ. მოსწავლეები სკოლის შესასვლელთან არიან შეკრებილნი.
,,იმარატ კავკაზის“ ლიდერი ლიკვიდირებულია,–ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთის ფედერალური სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა ტერორისტული დაჯგუფება ,,იმარატ კავკაზის" ლიდერის, დოკუ უმაროვის სიკვდილი დაადასტურა.
ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ,,ფეისბუქით" შს მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ოპოზიცია საქართველოში ევრომაიდნის გადმოტანას აპირებს და ამისთვის ,,ზონდერ ჯგუფებს უკვე წვრთნის“.