უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა. ბოკერიამ მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა კორექტულად მიმდინარეობდა.
ბოკერია დღეს მოწმის სახით დაკითხეს.
კახა ლომაია ,,ფეისბუქზე“ გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება. ყოფილი მინისტრი წერს, რომ ხელისუფლება ბოკერიას დაკავების შემთხვევაში ააფეთქებს კასრს, რომელშიც დენთს, არასწორი პოლიტიკის გატარებით ,წელიწადნახევარი აგროვებდა:
პროკურატურაში ანი ნადარეიშვილის დაკითხვა დასრულდა. თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი საქართველოს მთავარ პროკურატურაში შალვა თათუხაშვილის საქმეზე დაიკითხა.
,,პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება", - განაცხადა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა.
დამუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მათთვის საკმარისი იყო ის მასალა, რომელიც მათ შალვა თათუხაშვილის ადვოკატმა წარუდგინა იმ კითხვებზე პასუხიების გასაცემად, რაც აინტერესებდა თათუხაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველს:
საქართველოში "NDI" -ს დირექტორი ლუის ნავარო მთავარ პროკურატურაში მივიდა. როგორც ცნობილი გახდა, ნავარო შენობაში შეხვედრას მართავს.
საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების ფაქტს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებით გამოეხმაურა.
მთავარ პროკურატურაში ,,თანადგომისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს კითხავენ.
საპარლამენტო უმრავლსეობასა და უმცირესობას შორის საპარლამენტო მუშაობაში გარკვეული დაძაბულობა სულ იქნება, თუმცა აუცილებელია საპარლამენტო ეთიკის დაცვა,-ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მთავარ პროკურატურასთან უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან ერთად მისი მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილიც მივიდა. როგორც ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, ბოკერიას დაკითხვაზე მოწმის სახით დაბარება ნიშნავს, რომ მისთვის ბრალის წაყენება უნდათ.