
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ამ წუთებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას დაკითხვა მიმდინარეობს.
დაკითხვის დაწყებამდე ახალაიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, არ იცის, თუ რა საკითხზეა საგამოძიებო ორგანოში დაბარებული. დეპუტატი დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ებრძვის მას და მის ოჯახს და ეს ბრძოლა დასრულდება ხელისუფლების დამარცხებით.