
საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ითხოვს სენატორი კრის მერფი. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ევროპული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდნენ.
კრის მერფის შეფასებით, ეს იქნება მკაფიო სიგნალი პუტინისათვის, რომ იგი მუქარით და აგრესიით მიზნებს ვერ მიაღწევს. სენატორმა ამერიკის ადმინისტრაციას, საქართველოსათვის მაპის მინიჭების გარდა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ ორი რეკომენდაციით მიმართა. ეს არის ევროპაში ამერიკის სამხედრო ძალების გაზრდა და რუსეთისათვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტა.