
53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ახალი მოთხოვნა, ისინი განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართავენ, გაუქმდეს გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ.
გაფიცული პედაგოგები და მოსწავლეები ითხოვენ, რომ სამართლებრივი დავის დასრულებამდე დირექტორის მოვალეობა მისმა მოადგილეებმა შეასრულონ.
ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ორშაბათიდან შესაძლოა სასწავლო პროცესი განახლდეს.
გათავისუფლებული დირექტორი კი დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.